საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩა N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში გამწვანდა სკვერი, დამონტაჟდა საქანელები და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
„საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი კომფორტული და ლამაზი დასასვენებელი ადგილი მოეწყო. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია ჩატარებული სამუშაოებით, მათ უკვე კეთილმოწყობილ სკვერში დასვენების საშუალება აქვთ”, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 66 365 ლარი გამოიყო.
პროექტი გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის+“-მა განახორციელა.