ციხისძირის მცხოვრებლებმა სანიაღვრე არხისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაგისტრალის მშენებლიბა დაიწყო.
მცხოვრებლები ამბობენ, რომ საავტომობილო გზის მცირე მონაკვეთი, რომლითაც მაგისტრალზე ასვლას ახერხებდნენ გააუქმეს.
“არ გვაქვს სანიაღვრე არხები, მდინარესავით მოდის წყალი და ტალახი. ვერ გადავაადგილდებით და ვერც ბავშვები გადაგვყავს. ვართ უკიდურეს მდგომარეობაში. ვითხოვთ, რომ გაგვიკეთონ სანიაღვრე არხები და ნორმალურ მდგომარეობაში ვიყოთ”,- აცხადებს ერთერთი მცხოვრები.