ბათუმში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები ავტობუსებში შეღავათით ისარგებლებენ

754

ბათუმში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, მუნიციპალური ავტობუსით მგაზვარობისას 50 % – იანი შეღავათით ისარგებლებენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მერიის ინიციატივას საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

უწყების საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურში ამბობენ, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა დაახლოებით 5 880 ლარი იქნება, რომელიც შესაბამისი პროგრამიდან დაფინანსდება.