ბათუმის დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია სრულდება

1347

ბათუმის დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება, თუმცა მისი გახსნის კონკრეტული თარიღი უცნობია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

რესტავრაცია ჩაუტარდა დრამატული თეატრის ინტერიერს, ჭაღებს და სავარძლებს. ასევე, შენობაში განთავსდება თეატრის მუზეუმი და ლიტერატურული კაფე.

აღსანიშნავია, რომ დრამატულ თეატრს რეკონსტრუქციის შემდეგ ორი სცენა ექნება.

“სპეციალისტები შეეცადნენ, რომ ისტორიული თეატრისთვის ავთენტურობა მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სამხატვრო ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თეატრი განახლებული ინტერიერით მაყურებელს მომავალ წელს, ქართული თეატრის დღეს უმასპინძლებს.

ანდრო ენუქიძე პრემიერისთვის უკვე ემზადება, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობს და საპრემიერო სპექტაკლს საიდუმლოდ იტოვებს.

მისი თქმით, თეატრის ახალი სივრცე და ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, ქალაქმა მომავალში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსაც უმასპინძლოს.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია 2015 წელს დაიწყო. სამუშაოებს ფონდი “ქართუ” აფინანსებს.