ნაძალადევის რაიონში, ძმობის II ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური და ქუჩის ძირითად ნაწილზე, დაახლოებით 1 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
„ათეულობით წლებია, რაც ძმობის II ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგებულა. მას შემდეგ, რაც კომპანია „GWP-მა“ მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეცვალა, მნიშვენელოვანი პრობლემა მოგვარდა, თუმცა მოსახლეობისთვის ქუჩაზე გადაადგილება ძალიან გართულდა. გზის შეკეთების დასრულების შემდეგ, ქუჩის დაზიანებული ნაწილი უკვე ყველამხრივ კეთილმოწყობილი იქნება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.
“ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.