საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩა N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის სკვერი მოეწყო.
სამუშაოების ფარგლებში, სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და ბავშვებისთვის საქანელები დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
“საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი კომფორტული და ლამაზი დასასვენებელი ადგილი მოეწყო. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია ჩატარებული სამუშაოებით, მათ უკვე კეთილმოწყობილ სკვერში დასვენების საშუალება აქვთ”, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სკვერის მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან 66 365 ლარი გამოიყო, სამუშაოები კი შპს “გრინსერვის+”-მა განახორციელა.