ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღს ითხოვენ

742

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში ორჯგუფიანი საბავშვო ბაღი ნახევარსაუკუნოვან, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. სივიწროვის გამო, საბავშვო ბაღის გარეთ 15-ზე მეტი ბავშვია დარჩენილი. ინფორმაციას “ჩემი ხარაგაული” ავრცელებს.

2017 წლის დეკემბერში ხარაგაულის საკრებულომ ვერტყვიჭალაში ბაღის მშენებლობა პრიორიტეტულ პროექტად დაამტკიცა.

მუნიციპალიტეტმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 3 350 ლარად ისე შეისყიდა, რომ მერიაში არც კი იცოდნენ, სად მდებარეობდა ტერიტორია, სადაც საბავშვო ბაღის აშენება იგეგმებოდა.

ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღში არსებულ ვითარებას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი ადგილზე გაეცნო.

როდის აშენდება ვერტყვიჭალაში ხელისუფლებისგან დაპირებული საბავშვო ბაღი, – ამ თემაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე მსჯელობენ.