აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა ბინადრობის მოწმობით იქნება შესაძლებელი

756

აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის აპარატის დე ფაქტო ხელმძღვანელის დავიდ სანგულიას თქმით, აფხაზეთის მთავრობა ამ დადგენილების მოქმედების ვადას ყოვეწლიურად ახანგრძლივებდა. დოკუმენტის ახალი რედაქციით კი დადგინდა, რომ „საქართველოსთან საზღვარის გადაკვეთა შესაძლებელია არა მხოლოდ ეროვნული პასპორტით, არამედ ბინადრობის მოწმობის საშუალებითაც“.

„რა გააკეთონ იმ პირებმა, რომლებიც საზღვარს ფორმა N9-ით კვეთდნენ?“ – ტყვარჩელის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აიდა ჩაჩხალიას ამ კითხვის პასუხად, სანგულიამ განმარტა, რომ უნდა მიმართონ საპასპორტო-სავიზო სამსახურს და მიიღონ ბინადრობის მოწმობა.

ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა დე ფაქტო მინისტრის გარი არშბას თქმით, 1 ივნისიდან შინაგან საქმეთა ე,წ. სამინისტრომ უნდა უზრუნველჰყოს ნებართვების გაცემა, ფინანსთა ე,წ, სამინისტრომ კი დააფინანსოს შესაბამისი ბლანკების დამზადება.