ბათუმის სანდასუფთავების სამსახურმა 1 000 სანაგვე კონტეინერი შეიძინა.
მერიის ინფორმცაიით, 1 000 ახალი ურნა ქალაქის ტერიტორიაზე ძველ კონტეინერებს ჩაანაცვლებს. კერძოდ, როგორც მერიაში აცხადებენ, სანაგვე კონტეინერები შეიცვლება ზღვისპირა ზოლში, დაიდგმება რეაბილიტირებულ ქუჩებზე და საჭიროების შემთხვევაში, მთელი ქალაქის მასშტაბით.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ძველ ბათუმში უკვე შეიცვალა 70-ზე მეტი სანაგვე ურნა.
მერიამ სანაგვე ურნებისთვის 528 ათასი ლარი გამოყო.