რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავში ახლადრეაბილიტირებულ მერვე ბაგა-ბაღში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა. „რუსთავში კიდევ ერთი ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. დღეს N8 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. 2022 წელს, ბაღებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ჯამში 3.4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს პროცესი 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება და პრემიერის ინიციატივით, რუსთავში არსებული სხვა ბაგა-ბაღების სრული რეაბილიტაცია მოხდება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ. მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას თქმით, საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას შესახებ პოსტი გამოქვეყნდა, თუმცა, "ზემოთ" ვიღაცას არ მოეწონა, რის გამოს პოსტი საკრებულოს ვებგვერდიდან წაშალეს. "არ ვაპირებდი ამის დაწერას, სანამ უკრაინაში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას მშობლიურ მიწას არ მიაბარებენ, რადგან ახლა მთავარია, ჩვენი დროის გმირი, ჯერ მშვიდობით და დროულად ჩამოასვენონ საკუთარ ქვეყანაში და მერე მის მშობლიურ სახლში. მაგრამ, იმას...
რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად მეორედ წარუდგინა. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების საკითხი რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ 24 ნოემბერს პირველი მოსმენით ჩააგდო და მერიას შენიშვნების დოკუმენტთან ერთად უკან დაუბრუნა. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ოპოზიციური საკრებულოს მიერ გადაგზავნილი შენიშვნების დოკუმენტი მხოლოდ მათი სურვილების ჩამონათვალია, მოთხოვნები არარეალისტურია, რიგ შემთხვევაში საერთოდ სცილდება მერიის კომპეტენციას და რაც მთავარია, დოკუმენტში ასახული...
მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრული პირებისათვის მარნეულის დღის ცენტრში მიღება დაიწყო. ეს არის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველი დაწესებულება, სადაც 18 წელს ზემოთ მყოფ შშმ პირებს ადგილზე შეეძლებათ სპეციალური სერვისების მიღება. ინფორმაციოს რადიო მარნეული ავრცელებს. ცენტრი სოფელ ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს და ამ დრომდე მომსახურების გაწევა 0-დან 7 წლამდე და 7-დან 18 წლამდე ადამიანებისთვის შეეძლოთ. როგორც რადიო მარნეულთან საუბრისას დღის...
მიუხედავად გამოწვევებისა და შეფერხებებისა, გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია, სადაც სამუშაოების პროგრესი წლის ბოლოსთვის უკვე 70%-ს გადააჭარბებს. მეტიც, წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს 4-ზოლიანი 5 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა,- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, გრიგოლეთი-ქობულეთის საგზაო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4...
მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში, ვარდების სკვერში აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ამბობენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ხელისუფლებამ უსახლკაროები საცხოვრებელი სახლებით დააკმაყოფილოს. აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში უსახლკარო მოქალაქეთა რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. „ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ქირით ცხოვრება შეუძლებელია, ვერ ვიხდით გადასახადებს. ერთს ვითხოვთ სახელმწიფოსგან, რომ დაგვაკმაყოფილონ ფართებით და აღიარონ ჩვენი უსახლკარო სტატუსი”, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ამასთან,...
„გადავარჩინოთ გელათი“ - ამ მოთხოვნით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებმა აქციაზე რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერეს და ხელისუფლებას გელათის შესახებ დადებული დასკვნების გასაჯაროებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, გელათთან მიმართებაში გარკვეული პირების დანაშაული იკვეთება და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. აქციის მონაწილეების ტაძრის გადასარჩენად დროულ რეაგირებას ითხოვენ. აქციას კულტურის პროფკავშირების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიმართავს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პატივი სცეს ბოლნისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას და თვითმმართველობის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების დისკრიმინაციული და არასეკულარული პრაქტიკა აღარ გაიმეორეს. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 1 ივლისს ბოლნისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელი, რომელშიც ის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდ ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების დისკრიმინაციულ წესს ასაჩივრებდა. ამ საქმეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივი...
მარნეულის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაბელვის შედეგად მიღებული შეშის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ "რადიო მარნეულს“ შპს "სუფთა მარნეულის" ხელმძღვანელმა, ლერი მულაძემ უთხრა და აღნიშნა, რომ ხეების გადაბელვა მათ სამსახურში დასაქმებულებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, თუმცა, სამუშაოები უამინდობის გამო შეჩერდა. მულაძის განმარტებით, გადაბელილ ხეებს სოციალურად დაუცველი ოჯახები განცხადების საფუძველზე იღებენ. "ამინდები არ გვაძლევს საშუალებას, საშიშროებაა ეხლა რომ ვამუშაოთ. როგორც კი ამინდები...
მიწის საკითხთან დაკავშირებით თაქალოელებმა სოციალური სამართლიანობის ცენტრს მიმართეს. ორგანიზაციამ პირველი შეხვედრა ადგილობრივებთან 1 დეკემბერს გამართა. როგორც "რადიო მარნეულთან“ საუბარში სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, აღნიშნულ თემაზე ისინი სამართლებრივ მოკვლევას იწყებენ. "როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ მიწის ნაკვეთი, რომლითაც სარგებლობდნენ, ცოტა ხნის წინ გაიცა კერძო პირზე სახელმწიფოს მიერ, რასაც ისინი აპროტესტებენ. სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ჰქონდა...
განათლების მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს სამცხე–ჯავახეთში 65–მდე სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, 11 კი აშენდება. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელს კითხვა სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა დაუსვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "მოგეხსენებათ 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 300 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც იგეგმება 500-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა. მე როგორც მაჟორიტარმა, მინდა გკითხოთ ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის და ასპინძის მუნიციპალიტეტის, რომელ სკოლებში...
საახალწლო სამზადისი რუსთავში უკვე აქტიურ ფაზაშია. ქალაქი მთავარი ნაძვის ხის ასანთებად და საახალწლო სოფლის გასახსნელად ემზადება. საახალწლო სოფელი და ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რუსთავის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა. როგორც მერიაში აცხადებენ, სადღესასწსულო ილუმინაციების მონტაჟი თითქმის დასრულებულია კოსტავას გამზირზე. "რუსთავსერვისცენტრის და მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლები, მთელი ქალაქის მასშტაბით რამოდენიმე მისამართზე მუშაობენ. თოდრიას ქუჩის, მეგობრობის გამზირის, სკვერების და შიდასაუბნო სივრცეების ქალაქის ცენტრალური გამზირის შუაგამყოგი ზოლის...
რუსთავის ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღი ცნობილია. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განაცხადეს, არდადეგები ქალაქში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 30 დეკემბრიდან დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან მონაკვეთზე ახალი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზა 3 მონაკვეთად არის დაყოფილი – ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი და საგარეჯოს შემოვლითი გზა. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობის დროს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და...
ხაშურში მოსკოვის ქუჩაზე ცხოვრობს ოჯახი, რომელსაც ჰგონია, რომ ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ომი მოჰყვება, – ამის შესახებ ხაშურის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა პაპუაშვილმა ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მათმა პარტიამ ამ ქუჩის მაცხოვრებლები პირადად გამოკითხა. “ამ ქუჩის მცხოვრებლებიც გამოვკითხეთ და მხოლოდ ერთი ოჯახი აღმოჩდა, ვისაც არ უნდოდა, რომ ქუჩას სახელი შეცვლოდა. როდესაც მიზეზი ვკითხეთ, ასეთი პასუხი გაგვცა,...
ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა და ადგილობრივი ახალგაზრდების ჯგუფმა შეიმუშავეს პროექტი ახალგაზრდული სივრცის მოწყობისთვის და მათ ეს პროექტი დაუფინანსდათ, – ამის შესახებ საკრებულოს თავმდჯომარემ, ნინო ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. “მათ გადაეცათ გრანტი. მერიამ მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ხაშურის სამუსიკო სკოლაში უკვე იანვრიდან მოეწყობა ახალაზრდული სივრცე, პროგრამულად ძალიან დატვირთული იქნება ეს სივრცე და ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება სარგებლობა ამ ცენტრით. ვფიქრობ,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ