თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან მონაკვეთზე ახალი მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს

537

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან მონაკვეთზე ახალი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გზა 3 მონაკვეთად არის დაყოფილი – ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი და საგარეჯოს შემოვლითი გზა. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.

ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობის დროს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარია.