წინა სტატია შემდეგი სტატია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ბენდელიანის ქუჩაზე აუზის მშენებლობისთვის პროექტის შედეგენასა და სამუშაოებზე ზედამხედველობის გაწევისთვის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მომსახურებისთვის ფონდი 295 000 ლარს დახარჯავს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შენობაში დახურული საცურაო აუზი, ტრიბუნები და საჭყუმპალაო უნდა განთავსდეს. "საცურაო აუზი დაპროექტდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რეკომენდირებული სიგრძე უნდა იყოს 50 მეტრი, სიგანე 25 მეტრი (გარე ზომა 56/30), სიღრმე...
ჭიათურის მუნიციპალიტეტის პირველ სამუსიკო სკოლაში შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც მერიაში აცხადებენ, სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ,რომელშიც 320 მოსწავლე სწავლობს, კაპიტალური რემონტი 1964 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს "გოლდ ენდ ბრომ“ შეასრულა. ხოლო, პროექტის ღირებულება - 100 693 ლარს შეადგენს. "მნიშვნელოვანია, რომ ამ მართლაც დიდი ისტორიის მქონე სკოლას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და მოსწავლეებსა...
სამშენებლო კომპანია "ხიდმშენი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში საავტომობილო ხიდის მშენებლობას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 110 მეტრი სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, მანამდე არსებული ე.წ. დაკიდული ხიდი წყალმა წაიღო და ადგილობრივ მოსახლეობას მოსავლის აღების პრობლემა შეექმნა. მაშინდელმა მოქმედმა გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ ახლი ხიდის მშენებლობა დაიწყო, თუმცა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახალი მუნიციპალიტეტის პირობებში ხიდის მშენებლობა შეწყდა. "გამომდინარე...
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 5 სრულიად ახალი ავტობუსი, 2 დასუფთავების მანქანა და 1 ქუჩების სარეცხი ტექნიკა შეიძინა. მერიის ცნობით 1 ავტობუსი ქალაქ ბორჯომში უკვე შეყვანილია და ის ტბა-ცემის სოფლებს მოემსახურება. 4 ავტობუსი კი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკს რამდენიმე დღეში დაემატება. ისინი ლიკანის, არდაგანისა და სოფელ ყვიბისის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს ჩაანაცვლებს. როგორც მერიაში აცხადებენ, ტრანსპორტი სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტს და ადაპტირებულია შეზღუდული...
დაბა ასპინძაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს"ასტორია" 9 აპრილისა და სულხან-საბას ქუჩებზე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მერიის ინფორმაციით, ბეტონის საფარის დასაგებად ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.  მაღივე ცნობით, სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 429 930 ლარს შეადგენს. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში 9 აპრილის ქუჩაზე 1,385კმ, ხოლო სულხან-საბას ქუჩაზე 0, 235 კმ-იანი ბეტონის საფარი მოეწყობა. მათი თქმით, აღნიშნული სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს.
დმანისის მუნიციპალიტეტსა და შპს "Geocommerce-ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სოფელ დალარის მისასვლელ გზაზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტით გაწერილი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 43 145,37 ლარს შეადგენს.  
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოს სასმელი წყლის ჭაბურღილების, სატუმბო სადგურის, რკ/ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარის, წყალსადენი მაგისტრალის, სოფლის შიდა ქსელისა და გამრიცხველიანების მოწყობა. ამასთან, სოფელ კირაჩ-მუღანლოში, მდინარე ხრამის ხეობაში, აშენდება ორი ჭაბურღილი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგებას. როგორც მერიაში აცხადებენ, საპროექტო მაგისტრალი პოლიეთილენის მილით მოეწყობა და მისი სიგრძე...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოების მე-2 ეტაპი მიმდინარეობს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალსადენის ახალი ქსელების მოწყობა, რომლის სიგრძეც, დაახლოებით, 29 კმ იქნება, ასევე საპროექტო ქსელზე პროექტით გათვალისწინებულია მრიცხველების და სახანძრო ჰიდრანტების მონტაჟი. ამასთან, სატუმბ სადგურში დამატებითი დამონტაჟდება ტუმბო. პ როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდგომ მოსახლეობა შეუფერხებლად მომარაგდება სასმელი წყალით. აღნიშნული პროექტი რეგიონებში...
დღეს ქალაქ მარნეულში ახალი სკოლა "მომავალი“ გაიხსნა. მერიის ცნობით, ახლადგახსნილ სკოლაში მოწყობილია თანამედროვე ინფრასტრუქტურა და შეესაბამება თანამედროვე საერთაშორის სტანდარტებს. "სკოლა "მომავალი“ დაფუძნებულია შპს "საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის" მიერ, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების სამივე საფეხურზე თანამედროვე, მაღალი აკადემიური სტანდარტის სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნას და მრავალეთნიკური ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში ეფექტური ინტეგრირებისთვის მოტივირებული ახალგაზრდების აღზრდას", - აცხადებენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 15 მილიონი ლარის ღირებულების, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. როგორც მერიაში აცხადებენ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჯამში 50-მდე მსხვილი და მცირე ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის 70%-ი უკვე დასრულებულია. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 13 სოფელში, უკვე დასრულებულია შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები, რომელიც ჯამში 35 კილომეტრამდე რეაბილიტირებულ გზას მოიცავს. ასევე, რამდენიმე დღის წინ გზის მშენებლობის პროცესი დასრულდა სოფელ მუხრანთელეთშიც, სადაც ამ დროისათვის...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს შესასვლელთან ახლოს, ტურისტული ტიპის მოსაცდელის მშენებლობა და კეთილმოწყობა დასრულდა. მერიის ცნობით, მოსაცდელს ტრადიციული სვანური კოშკის ფორმა აქვს, რომლის გვერდით ფანჩატური მოეწყო. ამასთან, პროექტის ფარგლებში, შემოღობეს ტერიტორია და დაიდგეს სკამები. უახლოეს პერიოდში კი ტურისტული ბანერი და ნაგვის ურნებიც დამონტაჟდება. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 19 000 ლარია, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია" ელკანამ“დააფინანსა. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ მიმართულებას ტურისტული სექტორის განვითარების...
ლაშა კომახიძემ ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან შეხვედრა გამართა. მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში შესატანი ცვლილებები განიხილა. შეფასდა პროექტის მიმდინარეობა და განხორციელებული სამუშაოები, ამასთან, შეხცედრაზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. როგორც მერიაში აცხადებენ, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან შეხვედრები რეგულარულად იმართება. შეხვედრას ვიცემერი, შპს "ბათუმის წყლისა“ და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ლატვიის ქალაქ დაუგავპილისის მერს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, რუსთავსა და დაუგავპილისს შორის, დამეგობრების სურვილის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების დოკუმენტს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და დაუგავპილისის მერმა რიჩარდ ეიგიმსმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერილი დოკუმეტი ორ ქალაქს შორის ბიზნესის, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებში თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. მერიის ცნობით, მხარეები, მათთვის მინიჭებული კონკრეტული უფლებამოსილებების შესაბამისად,...
შპს „სოკარჯორჯია გაზი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე შიდა ქსელის მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება სამ სოფელში - ჭართალში, სონდასა და მენესოში მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ შპს "სოკარჯორჯია გაზი“ გაზიფიცირების საჭირო სამუშაოებს ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის კიდევ სამ სოფელში - ჩიტაურებში, ჭალისოფელში და ზენუბანში განახორციელებს.
ნაძალადევის რაიონში 7 მისამართზე ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, ერთ-ერთი პროექტი ხევისუბნის ქ. N12-ში ხორციელდება, სადაც 60 გრძივ მეტრზე წყალსადენის ქსელი და 150 გრძივ მეტრზე წყალარინების სისტემა იცვლება. ასევე, მონტაჟდება 7 საკომუნიკაციო ჭა. "აღნიშნულ კორპუსში მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები შეიქმნა, რაც პროექტის დასრულების შემდეგ სრულად აღმოიფხვრება. მოძველებული მილები ახლით იცვლება, რის შემდეგაც, შენობის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება....
ჩუღურეთის რაიონში, ბოდავის ქუჩა N9, ჩეჩელაშვილის N131-ში, ართვინის ქუჩასა და ზაზიაშვილის მე-3 შესახვევი N18-ში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ და როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 118 000 ლარია. გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ჩუღურეთში 22 გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ