დაბა ასპინძაში 9 აპრილისა და სულხან-საბას ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

788

დაბა ასპინძაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს”ასტორია” 9 აპრილისა და სულხან-საბას ქუჩებზე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

მერიის ინფორმაციით, ბეტონის საფარის დასაგებად ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.  მაღივე ცნობით, სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 429 930 ლარს შეადგენს.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში 9 აპრილის ქუჩაზე 1,385კმ, ხოლო სულხან-საბას ქუჩაზე 0, 235 კმ-იანი ბეტონის საფარი მოეწყობა. მათი თქმით, აღნიშნული სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს.