ბათუმის მერმა KfW-ს პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან შეხვედრა გამართა

689

ლაშა კომახიძემ ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან შეხვედრა გამართა.

მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში შესატანი ცვლილებები განიხილა. შეფასდა პროექტის მიმდინარეობა და განხორციელებული სამუშაოები, ამასთან, შეხცედრაზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან შეხვედრები რეგულარულად იმართება.

შეხვედრას ვიცემერი, შპს “ბათუმის წყლისა“ და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.