დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

708

შპს „სოკარჯორჯია გაზი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე შიდა ქსელის მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება სამ სოფელში – ჭართალში, სონდასა და მენესოში მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ შპს “სოკარჯორჯია გაზი“ გაზიფიცირების საჭირო სამუშაოებს ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის კიდევ სამ სოფელში – ჩიტაურებში, ჭალისოფელში და ზენუბანში განახორციელებს.