საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს შესასვლელთან ახლოს, ტურისტული ტიპის მოსაცდელის მშენებლობა და კეთილმოწყობა დასრულდა.
მერიის ცნობით, მოსაცდელს ტრადიციული სვანური კოშკის ფორმა აქვს, რომლის გვერდით ფანჩატური მოეწყო. ამასთან, პროექტის ფარგლებში, შემოღობეს ტერიტორია და დაიდგეს სკამები. უახლოეს პერიოდში კი ტურისტული ბანერი და ნაგვის ურნებიც დამონტაჟდება. პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 19 000 ლარია, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია” ელკანამ“დააფინანსა.
აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ მიმართულებას ტურისტული სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. როგორც ცნობილია, სოფელ უდაბნოს და მისგან სულ რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ უდაბნოს სამონასტრო კომპლექსს ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი ქართველი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს.
“ტურისტული ბანერი პირველად ჩასულ დამთვალიერებლებს აუცილებელი ინფორმაციების მიღებაში დაეხმარება. საპროექტო სამუშაოების დადგენილ დროში და ხარისხიანად შესრულება ადგილობრივმა ინდივიდუალური მეწარმე :მაია ბეიტრიშვილმა“ უზრუნველყო, რომელსაც ყველანაირად ედგა გვერდით ადგილობრივი თვითმმართველობა.
ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაც აქტიურად იყო ჩართული: მოსაცდელის წინ გაკეთდა კიბეები და დეკორატიული ტერასა, რის საერთო ღირებულებამ 3 500 ლარი შეადგინა. ტერასაზე მომავალში ყვავილების დარგვა იგეგმება.ა მას გარდა, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ელექტროენერგიის მიყვანა და გარეგანათების მონტაჟი განხორციელდა. მოსაცდელის განათებით უზრუნველყოფაზე დაახლოებით 8 000 ლარი დაიხარჯა. უახლოეს პერიოდში კი დაგეგმილია ადგილზე სასმელი წყლის მიყვანა და სველი წერტილის მოწყობა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის გამოხატავს მზადყოფნას ტურისტული თუ სხვა ტიპის, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის დაგეგმილ პროექტებში საკუთარი წვლილის შეტანისთვის”, – აცხადებენ მერიაში.