ოზურგეთის სოფელ დვაბზუში 110 მეტრიანი ხიდის მშენებლობა გრძელდება

867

სამშენებლო კომპანია “ხიდმშენი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში საავტომობილო ხიდის მშენებლობას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 110 მეტრი სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო.

როგორც მერიაში აცხადებენ, მანამდე არსებული ე.წ. დაკიდული ხიდი წყალმა წაიღო და ადგილობრივ მოსახლეობას მოსავლის აღების პრობლემა შეექმნა. მაშინდელმა მოქმედმა გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ ახლი ხიდის მშენებლობა დაიწყო, თუმცა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახალი მუნიციპალიტეტის პირობებში ხიდის მშენებლობა შეწყდა.

“გამომდინარე იქედან, რომ უხიდობის გამო ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებთან მისვლა შემოვლითი გზით უწევდა, მუნიციპალიტეტეის მერია ხიდის მშენებლობას აგრძელებს. მშენებლობს პროცესში გამოყენებულია მეორადი მასალა, 2013 წელს შეძენილი კოჭები, ბურჯები და რიგელები, რომლითაც კაპიტალური ხიდი კეთდება”, – აცხადებენ მერიაში.