ქალაქ მარნეულში ახალი სკოლა “მომავალი“ გაიხსნა

1282
მარნეულში

დღეს ქალაქ მარნეულში ახალი სკოლა “მომავალი“ გაიხსნა.

მერიის ცნობით, ახლადგახსნილ სკოლაში მოწყობილია თანამედროვე ინფრასტრუქტურა და შეესაბამება თანამედროვე საერთაშორის სტანდარტებს.

“სკოლა “მომავალი“ დაფუძნებულია შპს “საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის” მიერ, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების სამივე საფეხურზე თანამედროვე, მაღალი აკადემიური სტანდარტის სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნას და მრავალეთნიკური ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში ეფექტური ინტეგრირებისთვის მოტივირებული ახალგაზრდების აღზრდას”, – აცხადებენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში.