ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 5 სრულიად ახალი ავტობუსი, 2 დასუფთავების მანქანა და 1 ქუჩების სარეცხი ტექნიკა შეიძინა.
მერიის ცნობით 1 ავტობუსი ქალაქ ბორჯომში უკვე შეყვანილია და ის ტბა-ცემის სოფლებს მოემსახურება. 4 ავტობუსი კი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკს რამდენიმე დღეში დაემატება. ისინი ლიკანის, არდაგანისა და სოფელ ყვიბისის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს ჩაანაცვლებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ტრანსპორტი სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მათივე ცნობით, ახალი ტრანსპორტი მგზავრების კომფორტულ გადაადგილებას ნოემბრის თვიდან უზრუნველყოფს.