ჩუღურეთის რაიონში, ბოდავის ქუჩა N9, ჩეჩელაშვილის N131-ში, ართვინის ქუჩასა და ზაზიაშვილის მე-3 შესახვევი N18-ში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ და როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 118 000 ლარია.
გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ჩუღურეთში 22 გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო.