მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოს სასმელი წყლის ჭაბურღილების, სატუმბო სადგურის, რკ/ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარის, წყალსადენი მაგისტრალის, სოფლის შიდა ქსელისა და გამრიცხველიანების მოწყობა.
ამასთან, სოფელ კირაჩ-მუღანლოში, მდინარე ხრამის ხეობაში, აშენდება ორი ჭაბურღილი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგებას.
როგორც მერიაში აცხადებენ, საპროექტო მაგისტრალი პოლიეთილენის მილით მოეწყობა და მისი სიგრძე 21 884 კმ იქნება. ხოლო რკ/ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები 400 მ3 ტევადობის იქნება, რომლის მეშვეობითაც, სოფლის შიდა ქსელი და 304 ოჯახის წყამომარაგების მიზნით მრიცხველები მოეწყობა.
აღნიშნული პროექტის რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორცილედება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 704 787 ლარს შეადგენს.