"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, კვლავ გამოკვეთილი ტენდენციის სახე აქვს პარტიული აქტივისტების მხრიდან ამომრჩეველთა ნების გამოვლენაზე ზემოქმედების მცდელობას, რაც გამოიხატება არჩევნებზე ამომრჩეველთა გამოცხადების აღრიცხვაში. ასევე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების სამარშრუტო ტაქსების მობილიზებით ერთ შემთხვევას. ამ დროისათვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა 40-მდე საარჩევნო უბანზე. მობილიზებული აქტივისტები ძირითადად „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ, თუმცა ცალკეულ ოლქებში უბნებს გარეთ ასევე იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“...
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ დრომდე ერთი საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა დაწერა, - ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველმა სხვის გრაფაში მოაწერა ხელი, შენიშვნის მიცემის შემდეგ კი საარჩევნო უბნიდან გაიქცა. ცქიტიშვილი ამბობს, რომ ხარვეზები, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება, უმეტესად, არა დარღვევის მიზნით, არამედ საარჩევნო უბნის კომისიის წევრთა დაბალი კვალიფიკაციის გამო ხდება. ის, ასევე, აცხადებს, რომ...
ამ დროისთვის „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ 25 ინციდენტი დაფიქსირდა, საუბნო საარჩევნო კომისიებში შევიდა 7 საჩივარი, რომელთაგან 2 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, - ამის შესახებ "მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენელმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ამ დრომდე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით", - თქვა კალატოზიშვილმა. ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულია შემდეგი ინციდენტები: საუბნო...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა 14:00 საათისთვის საარჩევნო დარღვევებზე სულ 39 საჩივარი უბანზე წარადგინეს, 29 ოლქში და დააფიქსირეს 21 შენიშვნა. ამის შესახებ საარჩევნო მედიაცენტრში ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ორგანიზაციის დამკვირვებლები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას ზუგდიდის #96 უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით, დაესწრებიან ხმის დათვლის პროცედურასაც, რათა არ მოხდეს გაყალბება. ახალციხის #17 უბნიდან გასულ ავტომანქანას, რომელმაც ამომრჩეველთან გადასატანი საარჩევნო...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ორგანიზაციის სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, 13:00 საათისთვის ორგანიზაციის მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. დამკვირვებლების მიერ დაიწერა 4 საჩივარი. გიგაურის თქმით, დაფიქსირდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების, ამომრჩევლის სავარაუდო...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, ზუგდიდის N94 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი ჩააგდო, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა. "N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი...
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ხელმძღვანელის, ქეთევან ჩაჩავას ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების პერიოდში, CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულია მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები, კერძოდ, წილისყრის პროცედურის არათანმიმდევრული განხორციელება (აღსანიშნავია, კომისიის წევრების მხრიდან გადასატანი ყუთის წილისყრის პროცესში მონაწილეობაზე უარის ფაქტები, რაც წარმოადგენს საარჩევნო...
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ 11:00 საათის მდგომარეობით არჩევნების მიმდინარეობისა და დაფიქსირებული დარღვევების შესახებ საარჩევნო მედიაცენტრში ისაუბრა. მისი თქმით, დაფიქსირებულია  დამკვირვებელზე ზეწოლის მცდელობის, საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზების, წილისყრისა და დოკუმენტების წარმოების წესის დარღვევების, ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლისა და დარღვევის სხვა ფაქტები. ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 21 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში...
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, N81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის N32 უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ამის მიზეზი კი არასწორად დაბეჭდილი ბიულეტენები გახდა. ამის შესახებ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე ifed-ის ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ განაცხადა. კერძოდ, „51“ ნომრის მქონე კანდიდატზე წერია „5“, ხოლო „48“ ნაცვლად წერია „18“. არასწორად დაბეჭდილი ბიულეტენების მიუხედავად, უბანზე კენჭისყრა მაინც მიმდინარეობს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საოლქო საარჩევნო კომისიას უბანზე კენჭისყრის პროცესის შეჩერების...
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნიდან ამ დრომდე, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა ტიპის დარღვევები დააფიქსირეს. მათ შორის, უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნის 2 შემთხვევა, კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების პროცედურების დარღვევის 4 შემთხვევა, მარკირების წესის დარღვევის 1 შემთხვევა, აგიტაციის წარმოების 2 შემთხვევა, დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვის 2 შემთხვევა, საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნის 1 შემთხვევა და სხვა დარღვევები. ორგანიზაციის ინფორმაციით, 07:00-დან 08:00-მდე, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში, „მრავალეროვანი...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია უბნის გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. ამის შესახებ საიას თავმჯდომარე სულხან სალაძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაფიქსირებულია საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა, რომელიც, ძირითადად,...
როგორც ცნობილია, 28-29 ოქტომბერს კვლავ იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი, სადაც დამკვირვებელი ორგანიზაციები ჟურნალისტებს საპრეზიდენტო არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ გააცნობენ ინფორმაციას. მედიაცენტრში ბრიფინგებს გამართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები: “სამართლიანი არჩევნები”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “მრავალეროვანი საქართველო”, “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” და “ადამიანის უფლებათა ცენტრი”. მედიაცენტრში გაკეთებული განცხადებები ოპერატიულად განთავსდება მედია ცენტრის Facebook გვერდზე, აგრეთვე droa.ge-სა და მის facebook გვერდზე  მედიაცენტრი იმუშავებს ნატოს საინფორმაციო ცენტრის შენობაში....
28-29 ოქტომბერს კვლავ იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი, სადაც დამკვირვებელი ორგანიზაციები ჟურნალისტებს საპრეზიდენტო არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ გააცნობენ ინფორმაციას. მედიაცენტრში ბრიფინგებს გამართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები: "სამართლიანი არჩევნები", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "მრავალეროვანი საქართველო", "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი". არჩევნების დღეს "სამართლიანი არჩევნების" 800 მოკლევადიანი დამკვირვებელი,  73 ოლქის დამკვირვებელი და 70 მობილური ჯგუფი არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდება; "საერთაშორისო...
ალბათ, გახსოვთ, რომ  საქართველოს მთავრობამ დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. ხელისუფლების თქმით, ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება და 2025 წლისთვის დასრულდება. კონსტიტუციით კი, პრეზიდენტს შეუძლია, ნებისმიერ კანონზე საკუთარი შენიშვნები პარლამენტს წარუდგინოს. მას, ასევე, ამა თუ იმ კანონზე ვეტოს დადების უფლებაც რჩება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა პოზიცია ექნება მომავალ პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება მოქალაქეთა...
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ახალციხის საკრებულოს ყოფილი თანამშრომლების თეა ბაღდოშვილისა და ეკა ტატალაშვილის საქმეზე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც საკრებულომ ორივე მათგანი სამსახურში უნდა დააბრუნოს და იძულებით განაცდურიც აუნაზღაუროს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ახალციხის საკრებულოს საჩივარი არ დააკმაყოფილა. მეორე ინსტანციის სასამართლომ საკრებულოს ყოფილი თანამშრომლების თეა ბაღდოშვილისა და ეკა ტატალაშვილის საქმე დღეს 26 ოქტომბერს განიხილა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 326 953 ლარია. მერიის ინფორმაციით, სააახალწლოდ ზვიად გამსახურდიას გამზირი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები, ცენტრალური მოედანი, ბულვარის ტერიტორია, ბულვარის შიდა ტერიტორია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის კარიბჭემდე მისასვლელი გზა, მუზეუმის ეზო, მუზეუმში არსებული მარადმწვანე მცენარეები, ნიკოსეულ სასახლესთან მდგარი ნაძვის ხე და მუზეუმის ეზოში ლამპიონები მოირთვება.  ამასთან, მათივე ცნობით, ქალაქში "ანგელოზის“...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ