სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, N81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის N32 უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ამის მიზეზი კი არასწორად დაბეჭდილი ბიულეტენები გახდა. ამის შესახებ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე ifed-ის ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ განაცხადა.
კერძოდ, „51“ ნომრის მქონე კანდიდატზე წერია „5“, ხოლო „48“ ნაცვლად წერია „18“.
არასწორად დაბეჭდილი ბიულეტენების მიუხედავად, უბანზე კენჭისყრა მაინც მიმდინარეობს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საოლქო საარჩევნო კომისიას უბანზე კენჭისყრის პროცესის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.
“სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოვლენილ სხვა დარღვევებზე ინფორმაცია იხილეთ ბმულზე