TI: ზუგდიდის N94 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი ჩააგდო

1483

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, ზუგდიდის N94 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი ჩააგდო, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.

“N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს ამ შემთხვევით და მიიღოს შესაბამისი ზომები.