წინა სტატია
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანს თავისუფლების მოედნის სახელს მიანიჭებენ. აღნიშულ საკითხს თანხმობა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატეტბმა ერთხმად მისცეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
საკრებულოში ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ტერიტორიას თავისუფლების მოედანი უნდა ეწოდოს, ჯერ კიდევ ივლისის თვეში დარეგისტრირდა.
ამასთან, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ზუგდიდსა და რამდენიმე სოფელში უსახელო ქუჩებს სახელებს დაარქმევენ.
აღნისნული განკარგულება, როგორც ადგილობრივ მერიაში, ისე საჯარო რეესტრსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების...
წინა სტატია
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა აუქციონზე გასასხვისებლად 12 ობიექტს ამზადებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მერიამ 31 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე ქუთაისის მერიას 47 ობიექტი აქვს გასხვისებული, აქედან 36 მიწის ნაკვეთია, ხოლო დანარჩენი შენობა-ნაგებობაა. ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებიდან მიღებულმა თანხამ 3 250 000 ლარი შეადგინა.
მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განმარტებით, ქონების პრივატიზების მიმდინარე წლის...
ზუგდიდსა და რამდენიმე სოფელში უსახელო ქუჩებს სახელებს დარქმევენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. წინადადებას მხარი დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ზუგდიდში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის სახელი, ერთ უსახელო ქუჩას სოხუმის ყოფილი მერის, გურამ გაბისკირიას, ხოლო ერთს ავსტრიელი მწერლის და პაციფისტის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის სახელს მიანიჭებენ.
ამასთან, სოფელ ნაწულუკუში უსახელო 28 ქუჩას...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მიწის სამუშაოების მიმდინარეობისას უძველესი აკლდამა აღმოაჩინეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
სპეციალისტების ვარაუდით, აკლდამა საგვარეულო განსასვენებელია.
გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, აკლდამა ორგანყოფილებიანია და მისი სიგრძე, დაახლოებით, 6 მეტრია, სიგანე კი – 3 მეტრი.
"აღმოჩენის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჭრილი მიწის თხრილში დუღაბით ნაშენი სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები და დიდი ტევადობის მთლიანი ქვევრი, რომელსაც თავზე ქვის მრგვალი სარქველი ახურავს. სპეციალისტები...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატი ლაშა გოგიას წინასწარ პატიმრობაში დატოვების საჭიროებას ვერ ხედავს. მერაბ მამულაძე ამბობს, რომ გოგია გამოძიებასთან თანამშრომლობს და მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები არ გადასცემია და ამ დრომდე უცნობია მტკიცებულებები, რის საფუძველზე დააკავეს ლაშა გოგია. ადვოკატის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსანი გუშინ, დღის მეორე ნახევარში...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. როგორც ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას ადვოკატი ზაქრო გვიშიანი ამბობს, საგამოძიებო უწყებას ვადა ბრალის ოფიციალურად წარსადგენად 3 ნოემბრამდე აქვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუსმა 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 21 ...
წინა სტატია
ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში ჭერი 2 საკლასო ოთახში ჩამონიგრა. აღნიშნულ სკოლაში ბოლო 1 წლის განმავლობაში ჭერი მესამედ ჩამოვარდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
"ჯერ ერთ კლასში ჩამოინგრა ჭერი გაკვეთილის დროს და მეორე გაკვეთილზე სხვა კლასში," - ამბობენ სკოლის მოსწავლეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვეის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, როგორც გამოცემა "ქუთაისი პოსტს" აცნობეს, ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჭერის ჩამოგრევის შედეგად მოსწავლეები...
ქალაქ ხონში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით კომპანია "არქეოპოლისი" შიდა საუბნო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
მერიის ინფორმაციით, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ჩოლოყაშვილის, ნუცუბიძის, გამსახურდიასა და ხობუას ქუჩებზე მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზების მოხრეშვა - მოშანდაკება და სანიაღვრე არხების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ქუჩებზე გზები წლების განმავლობაში მოუიწესრიგებელი იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის...
ტყიბულში, ტყვაჩელისა და კოსტავას ქუჩების მიმდებარედ, საბავშვო კუთხე მოეწყო და გასართობ მოედანზე ახალი საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მოედნებზე, მომავალ წელს სკამების დადგმა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.
"ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები შპს "ჯითი დიზაინ მეტალმა" განახორციელა. საბავშვო ატრაქციონების შესყიდვა-მონტაჟის საერთო ღირებულებამ 9 000 ლარი შეადგინა", - აცხადებენ მერიაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დეისში გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, სოფლის ცენტრალური გზის 2,5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, გზაზე სანიაღვრე არხები და წყალამრიდები მოეწყობა და შეავსებენ გვერდულებს.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 536 940 ლარით დაფინანსდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, ე.წ. ნერგაძეების უბანში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ სოფელში 2,52 კმ გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარს აწყობენ. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "ჯ და ჯ" ასრულებს.
პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 64 777 ლარს შეადგენს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ბაღდათის სოფელ ზედა დიმში, ე.წ. წყაროს უბანში გზის რეაბილიტაცია დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.
წინა სტატია
შემდეგი სტატია
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია საგამოძიებო ორგანომ მაშინ დააკავა, როცა მტკიცებულებები შეკრიბა.
"საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს. დაკავების გადაწყვეტილება მათ მიიღეს და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შეკრიბეს აუცილებელი მტკიცებულებები და დააკავეს. იმისთვის, რომ ადამიანი დააკავო, მტკიცებულებათა სრული სტანდარტი გჭირდება. როგორც ჩანს, მტკიცებულებათა სრული სტანდარტი, რომ დაეკავებინათ და ბრალი წარედგინათ, არ არსებობდა. საგამოძიებო უწყებამ როგორც კი შეკრიბა...
წინა სტატია
ავტორი: "საქმის კურსი"
როგორც ცნობილია, 2019 წლიდან ხელისუფლება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას გეგმავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, პროგრამისთვის 2019 წელს 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.
კოალიციის "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" წევრი, ირაკლი მელაშვილი პროგრამის აღდგენას მიესალმება, თუმცა, აცხადებს, რომ თანხა არასაკმარისია და ამიტომ მისი ეფექტიანობა დაბალი იქნება. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ აუცილებელია, მკაფიოდ გაიწეროს პროექტების შერჩევისას...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანსა და ასურეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაბინძურებული ტერიტორია დასუფთავდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავების სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და მოიცავს მუნიციპალიტეტის დასახლებებს, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას არალეგალური ნაგავსაყრელებით გამოწვეული პრობლემა.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ბაზისი“ აწარმოებს და აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 15 999 ლარს შეადგენს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა, სივრცითი განვითარების დელეგაციას უმასპინძლა.
მერიის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გამართულ შეხვედრას შვეიცარიის სივრცითი განვითარების ფედერალური ოფისის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი-სილვია იოსთი, შვეიცარიის სივრცითი განვითარების სამსახურის ვიცე-დირექტორი-ულრიხ სევერი, კრუმბახის (ავსტრია) ყოფილი მერი - არნოლდ ჰირშბიული , არქიტექტორი- მათიას ჰაინი ბერგენცი (ავსტრია) ესწრებოდნენ.
"შვეიცარიის პრეზიდენტისა და შვეიცარიის გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ენერგიისა და კომუნიკაციების მინისტრის, დორის ლოითჰარდის 2017 წლის...
საგარეჯოში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დოდაშვილის ქუჩაზე შიდა საუბნო გზას უტარდება, რომელიც მათი თქმით, მთლიანად მოასფალტდება.
როგორც საგარეჯოს მერიაში აცხადებენ, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 98 360 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "კავკასუს ავტომაგისტრალი“ ასრულებს.
ამასთან, მერიის ცნობით, ქალაქ საგარეჯოში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის გამო, მამისაშვილის ქუჩის ასფალტის საფარი დაზიანდა, რის გამოც, მერიამ მისი აღდგენა ადგილობრივი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































