ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დეისში გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, სოფლის ცენტრალური გზის 2,5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, გზაზე სანიაღვრე არხები და წყალამრიდები მოეწყობა და შეავსებენ გვერდულებს.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 536 940 ლარით დაფინანსდა.