ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში ჭერი მესამედ ჩამოინგრა

1124

წინა სტატია

ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში ჭერი 2 საკლასო ოთახში ჩამონიგრა. აღნიშნულ სკოლაში ბოლო 1 წლის განმავლობაში ჭერი მესამედ ჩამოვარდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“ჯერ ერთ კლასში ჩამოინგრა ჭერი გაკვეთილის დროს და მეორე გაკვეთილზე სხვა კლასში,” – ამბობენ სკოლის მოსწავლეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვეის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, როგორც გამოცემა “ქუთაისი პოსტს” აცნობეს, ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჭერის ჩამოგრევის შედეგად მოსწავლეები დაშავდნენ: “ხელ-ფეხი აქვთ ბავშვებს დალურჯებული,”.

“არავინ დაშავებულა და არც არაფერი დაზიანებულა. შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდება”-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

რამ გამოიწვია შენობაში ჭერის ჩამონგრევა, ამაზე სკოლის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით განმარტებებს არ აკეთებენ.

სკოლაში ჭერის ჩამონგრევის გამო პოლიცია გამოიძახეს. პოლიციის თანამშრომლები სკოლის დირექტორს, მურად ჯიშკარიანს შეხვდნენ. სკოლის დირექტორი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სკოლას რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, რისთვისაც 700 000 ლარი დაიხარჯა. მშობლები მაშინ ამბობდნენ, რომ ჭერის დაზიანება მეორე სართულზე საკლასო ოთახების გაუქმებამ და საყრდენი კედლების მოხსნამ გამოიწვია.