ტყიბულში, ტყვაჩელისა და კოსტავას ქუჩების მიმდებარედ, საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟეს

944

ტყიბულში, ტყვაჩელისა და კოსტავას ქუჩების მიმდებარედ, საბავშვო კუთხე მოეწყო და გასართობ მოედანზე ახალი საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მოედნებზე, მომავალ წელს სკამების დადგმა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.

“ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის სამუშაოები შპს “ჯითი დიზაინ მეტალმა” განახორციელა. საბავშვო ატრაქციონების შესყიდვა-მონტაჟის საერთო ღირებულებამ 9 000 ლარი შეადგინა”, – აცხადებენ მერიაში.