თეთრიწყაროს სოფელ ღოუბანსა და ასურეთში არალეგალური ნაგავსაყრელები დაასუფთავეს

954

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანსა და ასურეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაბინძურებული ტერიტორია დასუფთავდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავების სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და მოიცავს მუნიციპალიტეტის დასახლებებს, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას არალეგალური ნაგავსაყრელებით გამოწვეული პრობლემა.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბაზისი“ აწარმოებს და აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 15 999 ლარს შეადგენს.