ბაღდათის სოფელ დიმში გზის რეაბილიტაციისთვის 64 777 ლარი დაიხარჯება

554

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, ე.წ. ნერგაძეების უბანში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ სოფელში 2,52 კმ გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარს აწყობენ. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “ჯ და ჯ” ასრულებს.

პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 64 777 ლარს შეადგენს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ბაღდათის სოფელ ზედა დიმში, ე.წ. წყაროს უბანში გზის რეაბილიტაცია დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.