ყაზბეგის მერი სივრცითი განვითარების დელეგაციას შეხვდა

774

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა, სივრცითი განვითარების დელეგაციას უმასპინძლა.

მერიის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გამართულ შეხვედრას შვეიცარიის სივრცითი განვითარების ფედერალური ოფისის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი-სილვია იოსთი, შვეიცარიის სივრცითი განვითარების სამსახურის ვიცე-დირექტორი-ულრიხ სევერი, კრუმბახის (ავსტრია) ყოფილი მერი – არნოლდ ჰირშბიული , არქიტექტორი- მათიას ჰაინი ბერგენცი (ავსტრია) ესწრებოდნენ.

“შვეიცარიის პრეზიდენტისა და შვეიცარიის გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ენერგიისა და კომუნიკაციების მინისტრის, დორის ლოითჰარდის 2017 წლის 4 დეკემბერს ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ორმხრივი შეხვედრის დროს, გადაწყდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ვინაიდან ალპების, კავკასიისა და ზოგადად მთიანი რეგიონების მაცხოვრებლები ერთსა და იმავე პრობლემებს აწყდებიან და ერთნაირი გამოწვევები აქვთ, როგორიც არის ტურიზმი, კლიმატის ცვლილება, დემოგრაფია და ტრანსპორტი, შვეიცარიამ გამოთქვა სურვილი თანამშრომლობის ფარგლებში დახმარებოდა საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარებაში, რაც გულისხმობს სივრცით მოწყობას, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და მდგრად მშენებლობას. 

ამ მიზნით შვეიცარიელი და ავსტრიელი ექსპერტები, არქიტექტორები, კრუმბახის ყოფილი მერი და ასევე სამინისტროს წარმომადგენლები 31 ოქტომბერს მეორედ ეწვივნენ ყაზბეგს, რათა რეგიონებს შორის  ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის ინიცირება მოხდეს. პროექტი ჯერ დამუშავების პროცესშია”, – აცხადებენ მერიაში.