საგარეჯოში დოდაშვილისა და მამისაშვილის ქუჩებზე გზას აგებენ

841

საგარეჯოში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დოდაშვილის ქუჩაზე შიდა საუბნო გზას უტარდება, რომელიც მათი თქმით, მთლიანად მოასფალტდება.

როგორც საგარეჯოს მერიაში აცხადებენ, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 98 360 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “კავკასუს ავტომაგისტრალი“ ასრულებს.

ამასთან, მერიის ცნობით, ქალაქ საგარეჯოში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის გამო, მამისაშვილის ქუჩის ასფალტის საფარი დაზიანდა, რის გამოც, მერიამ მისი აღდგენა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “თბილი სახლი“ ასრულებს.

“ქუჩის ასფალტის საფარი უახლოეს პერიოდში სრულად იქნება აღდგენილი”, – აცხადებენ მერიაში.