გურჯაანის სოფელ ვეჯინში უძველესი აკლდამა აღმოაჩინეს

909

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მიწის სამუშაოების მიმდინარეობისას უძველესი აკლდამა აღმოაჩინეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

სპეციალისტების ვარაუდით, აკლდამა საგვარეულო განსასვენებელია.

გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, აკლდამა ორგანყოფილებიანია და მისი სიგრძე, დაახლოებით, 6 მეტრია, სიგანე კი – 3 მეტრი.

“აღმოჩენის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჭრილი მიწის თხრილში დუღაბით ნაშენი სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები და დიდი ტევადობის მთლიანი ქვევრი, რომელსაც თავზე ქვის მრგვალი სარქველი ახურავს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აკლდამა მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს და აუცილებელია არქეოლოგიური კვლევების ჩატარება”,- განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.