ქალაქ ტყიბულში გზებისა და შიდა ეზოების მოწყობა მიმდინარეობს. გზების კეთილმოწყობის სამუშაოებს 14 მიმართულებით შპს "ჯეო როუდ ინვესტი“ ახორციელებს, რომელის დასრულებაც მერიის ინფორმაციით, წლის ბოლომდეა დაგეგმილი. პროექტის საერთო ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. ასევე, მერიის ცნობით,  გარდამავალი პროექტიის ფარგლებში, წელს ქალაქის გზებს რეაბილიტაცია 41 მისამართზე ჩაუტარდა, რომელისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 954 165 ლარი დაიხარჯა. "შიდა ეზოების პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე 5...
"ბაღდათის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 25%-ით იზრდება. აღნიშნული ცვლილება უპრეცედენტოა, რადგან მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ასეთი მაჩვენებლით გაზრდა ბოლო რამდენიმე წელია არ განხორციელებულა", - ამბობენ ბაღდათის მერიაში. შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა 26 ნოემბერს გაიმართა. საჯარო განხილვის მიზანი მუნიციპალურ დონეზე ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა იყო, რათა მომდევნო 2019 წლის ბიუჯეტი სწორად განისაზღვროს და...
"ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით, ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის სახელობის განახლებული სკვერი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, განახლებული პროექტით, სკვერში სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა შეიქმნა. დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და გარეგანათება. ასევე, მოეწყო დასასვენებელი ზონა. როგორც მერიაში აცხადებენ, სკვერის რეაბილიტაცია, ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის, გიორგი ნიკოლაძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად განხორციელდა. სკვერის გახსნას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში სკვერის მოწყობა დასრულდა. აღნიშნულ სკვერში მდებარეობს აფხაზეთის ბრძოლებში დაღუპული კასპის ყოფილი გამგებლის, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტი. მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შემოიღობა სკვერი, განახლდა ბიუსტის კვარცხლბეკი, დაიდგა სკამები, მოეწყო ფილები და გარეგანათება. მათივე ცნობით, სკვერის მოწყობის სამუშაოებზე 36 500 ლარი დაიხარჯა. სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს “მშენკომპლექსმა“ შეასრულა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცს სასმელი წყლის ახალი ჭაბურღილი ექნება. პროექტის საერთო ღირებულება 256 ათასი ლარია და წყლის ჭაბურღილის მშენებლობას, საქროლატოროს მოწყობასა და არსებულ ქსელთან დაერთებას მოიცავს. სამუშაო 2 თვეში დასრულდება და შედეგად, სასმელ წყალს 250 ოჯახი მიიღებს. "ამ სოფელს, რომელმაც რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაცია, მავთულხლართების გაბმა სულ ახლახან იწვნია, რა თქმა უნდა, გვერდში დავუდექით და სოფელს წყალი...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 7 ახალი სკვერის მოწყობა დასრულდა. მათგან 4 ქალაქ ბორჯომში აღმაშენებლის ქ. №35, ხანძთელის ქ. №30, გამარჯვებისა და პეტრიწის ქუჩების კვეთაზე და გურამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. 3 კი დაბა ბაკურიანში და სოფლებში ზანავში და სადგერშია. მერიის ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში, ქვაფენილი, საყრდენი კედლები, მოაჯირები და დეკორატიული სანათები მოეწყო. ამასთან, სკვერებში ტრენაჟორები, ატრაქციონები, სკამები და სანაგვე ურნები განთავსდა. ასევე, დაირგო მცენარეები. პროექტები მუნიციპალური...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხნა. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, შენობის შიდა ინფრასტრუქტურას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა. მათივე ინფორმაციით, განახლებული სააღმზრდელო დაწესებულებით 200-მდე ბავშვი სარგებლობს. "ბაღი მიმდინარე წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით გარემონტდა, სამუშაოების ღირებულებამ 241 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, სოფელ გამარჯვების საბავშვო ბაღში, განხორციელდება შენობის გარეფასადისა და ეზოს კეთილმოწყობა",...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია“ იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. მერიის ინგორმაციით, აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასა და სავანეთის 2 600 ჰექტარ სავარგულზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. ამასთან, პროექტის ფარგლებში, მდინარე მაშავერაზე განთავსებულ სათავე ნაგებობაზე შეიცვლება გამრეცხი გალერეის ფარები თავისივე ამწე მექანიზმებით და დამონტაჟდება ლითონის გისოსები. რეაბილიტირდება იმირასანის მაგისტრალური არხის 5,5...
საგარეჯოში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც გამოცემა "speqtri.ge-ს" მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ტრიბუნებსა და გასახდელებს აწყობენ, რისთვისაც 533 276 ლარია გათვალისწინებული. სტადიონი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის 23 მაისს შევიდა. პირველ ეტაპზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი, მოპირკეთდა სტადიონის შიდა და გარე ფასადები, შეიღება ლითონის კონსტრუქცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის 636 557 ლარი დაიხარჯა. სტადიონის რეაბილიტაცია 2019 წლის იანვარში დასრულდება. ფოტო: Sportall.ge
მიმდინარე წლის 23 ნოემბრიდან ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში შემავალ საბავშვო ბაგა-ბაღებში ხის ატრაქციონების მონტაჟი დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე დასრულდება. როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოები შპს “არბო ლენდმა“  შეასრულა. მათივე ცნობით, 34 ეზოს ხის ატრაქციონის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს და ის თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, თელავის სოფელ კონდოლის ბაგა-ბაღში სამზარეულოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო, სოფელ გულგულის ბაგა-ბაღი წელს...
ქალაქ გურჯაანში, წერეთლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველო", საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოებს ასრულებს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 88 690 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება.
ქუთაისში, ბუხაიძის 25 ნომერში, ავტოფარეხების ნაცვლად სპორტული მოედანი მოეწყო. მოედანზე გაკეთდა საფარი, დამონტაჟდა ახალი განათებები და აღიჭურვა სპორტული ინვენტარით. "აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლებმა რამდენიმე თვის უკან თხოვნით მოგვმართეს და განაცხადეს, რომ მოედნის მოწყობის შეთხვევაში ავტოფარეხებს აიღებდნენ, რადგან ადგილზე საკმარისი სივრცე არ იყო. რის შემდეგაც ბუხაიძის 25 ნომერში, რამდენიმე ავტოფარეხს დემონტაჟი ჩაუტარდა და შედეგად მარტივი ტიპის მოედანი მოეწყო, რომელიც ადაპტირებულია, როგორც კალათბურთის ასევე...
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, განახლებული სკვერი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, განახლებულ სკვერში სრულად გამოიცვალა ინფრასტრუქტურა, ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს "არადანმა" განახორციელა. სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური ბიუჯეტიდან 213 000 ლარით დაფინანსდა. "ინფრასტრუქტურა სრულად გამოიცვალა. სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოეწყო და დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები. ეს არის...
რუსთავის მერიაში, ელექტრონული სერვისების ერთიან ვებ-პორტალზე  არქიტექტურულ-სამშენებლო სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადის ელექტრონულად MY.GOV.GE პორტალზე რეგისტრაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს . "MY.GOV.GE საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ როგორც სახელმწიფო, ასევე სხვადასხვა მუნიციპალური სერვისებით. ამ ეტაპზე რუსთავის მერიაში ელექტრონული მომსახურება სატესტო რეჟიმში უკვე დანერგილია მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დისტანციური მომსახურება...
საია აფასებს 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, რომელსაც საია თბილისისა და 9 რეგიონის 28 საარჩევნო ოლქში 300 - მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა. კენჭისყრის დღეს საიას დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით სულ 78 საჩივარი დაწერეს. მათ შორის 36 საჩივარი უბანზე და 42 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიებში. ასევე საიას დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 35 შენიშვნა. საიას შეფასებით, კენჭისყრის დღე ძირითადად...
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები უბნების 100%-იდან უკვე ცნობილია. ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) აიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი ამომრჩეველთა 40.48%-მა (780 633 ხმა) დაუჭირა მხარი. არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%. 28...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ