ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სკვერის რეაბილიტაციისთვის 213 000 ლარი დაიხარჯა

1102

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, განახლებული სკვერი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, განახლებულ სკვერში სრულად გამოიცვალა ინფრასტრუქტურა, ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოეწყო პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს “არადანმა” განახორციელა.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური ბიუჯეტიდან 213 000 ლარით დაფინანსდა.

“ინფრასტრუქტურა სრულად გამოიცვალა. სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოეწყო და დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალაქში მეტი მწვანე ზოლი და მოსასვენებელი სკვერი იყოს. ამ მიმართულებით ისევ გავაგრძელებთ მუშაობას და ქუთაისში კიდევ რამდენიმე ადგილზე სრულიად ახალი სკვერი იქნება”, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.