გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხნა.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, შენობის შიდა ინფრასტრუქტურას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა. მათივე ინფორმაციით, განახლებული სააღმზრდელო დაწესებულებით 200-მდე ბავშვი სარგებლობს.
“ბაღი მიმდინარე წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით გარემონტდა, სამუშაოების ღირებულებამ 241 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, სოფელ გამარჯვების საბავშვო ბაღში, განხორციელდება შენობის გარეფასადისა და ეზოს კეთილმოწყობა”, – აცხადებენ მერიაში.