ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის სახელობის განახლებული სკვერი გაიხსნა

1002

“ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით, ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის სახელობის განახლებული სკვერი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, განახლებული პროექტით, სკვერში სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა შეიქმნა. დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და გარეგანათება. ასევე, მოეწყო დასასვენებელი ზონა.

როგორც მერიაში აცხადებენ, სკვერის რეაბილიტაცია, ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის, გიორგი ნიკოლაძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად განხორციელდა.

სკვერის გახსნას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე ესწრებოდნენ.