ქუთაისში, ბუხაიძის 25 ნომერში, ავტოფარეხების ნაცვლად სპორტული მოედანი მოეწყო. მოედანზე გაკეთდა საფარი, დამონტაჟდა ახალი განათებები და აღიჭურვა სპორტული ინვენტარით.
“აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლებმა რამდენიმე თვის უკან თხოვნით მოგვმართეს და განაცხადეს, რომ მოედნის მოწყობის შეთხვევაში ავტოფარეხებს აიღებდნენ, რადგან ადგილზე საკმარისი სივრცე არ იყო. რის შემდეგაც ბუხაიძის 25 ნომერში, რამდენიმე ავტოფარეხს დემონტაჟი ჩაუტარდა და შედეგად მარტივი ტიპის მოედანი მოეწყო, რომელიც ადაპტირებულია, როგორც კალათბურთის ასევე ფეხბურთისა და ფრენბურთის სათამაშოდ”, – აცხადებენ მერიაში.
“ქუთაისის მერიამ ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი მოაწყო, რომელიც ადგილობრივი ბავშვებისთვის უკვე ყველაზე საყვარელი ადგილი გახდა. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ მსგავს აქტივობებს. ქალაქში წელს უკვე 14 მარტივი ტიპის მოედანი მოეწყო სხვადასხვა უბანში და ეს მომავალ წელსაც გაგრძელდება”, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.