მიმდინარე წლის 23 ნოემბრიდან ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში შემავალ საბავშვო ბაგა-ბაღებში ხის ატრაქციონების მონტაჟი დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.
როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოები შპს “არბო ლენდმა“ შეასრულა. მათივე ცნობით, 34 ეზოს ხის ატრაქციონის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს და ის თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, თელავის სოფელ კონდოლის ბაგა-ბაღში სამზარეულოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო, სოფელ გულგულის ბაგა-ბაღი წელს ზამთარს ცენტრალური გათბობით შეხვდება.