ქალაქ ტყიბულში გზებისა და შიდა ეზოების მოწყობა მიმდინარეობს. გზების კეთილმოწყობის სამუშაოებს 14 მიმართულებით შპს “ჯეო როუდ ინვესტი“ ახორციელებს, რომელის დასრულებაც მერიის ინფორმაციით, წლის ბოლომდეა დაგეგმილი. პროექტის საერთო ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს.
ასევე, მერიის ცნობით, გარდამავალი პროექტიის ფარგლებში, წელს ქალაქის გზებს რეაბილიტაცია 41 მისამართზე ჩაუტარდა, რომელისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 954 165 ლარი დაიხარჯა.
“შიდა ეზოების პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე 5 ეზოს მოეწყო. 12 სმ-იანი სისქის არმირებული ბეტონი დაიგო, ჯალაღანის №16/29-ში, რუსთაველის №23 -ში, ხოლო გამსახურდიას №22-ში, კოსტავას №2-სა და რუსთაველის №1-ში, ეზოები 7 სმ-იანი ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდა. მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოები 9 მიმართულებით შესრულდება, რომელიც რობაქიძის №7; გამსახურდიას №1/3; №10; №51; მეშახტის №6; ბრეგვაძის №4; ჯალაღანიას №9; კოსტავას №11; რუსთაველის №2/4- შიდა ეზოებში, როგორც ასფალტის, ისე ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 936 903 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, შპს “მიმდემი“ აწარმოებს”, – აცხადებენ მერიაში.