კასპის სოფელ ზემო ხანდაკში სკვერი მოეწყო

2115

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში სკვერის მოწყობა დასრულდა. აღნიშნულ სკვერში მდებარეობს აფხაზეთის ბრძოლებში დაღუპული კასპის ყოფილი გამგებლის, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტი.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შემოიღობა სკვერი, განახლდა ბიუსტის კვარცხლბეკი, დაიდგა სკამები, მოეწყო ფილები და გარეგანათება. მათივე ცნობით, სკვერის მოწყობის სამუშაოებზე 36 500 ლარი დაიხარჯა. სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს “მშენკომპლექსმა“ შეასრულა.