ბორჯომის მუნიციპალიტეტში 7 ახალი სკვერი მოეწყო

848

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 7 ახალი სკვერის მოწყობა დასრულდა. მათგან 4 ქალაქ ბორჯომში აღმაშენებლის ქ. №35, ხანძთელის ქ. №30, გამარჯვებისა და პეტრიწის ქუჩების კვეთაზე და გურამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. 3 კი დაბა ბაკურიანში და სოფლებში ზანავში და სადგერშია.

მერიის ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში, ქვაფენილი, საყრდენი კედლები, მოაჯირები და დეკორატიული სანათები მოეწყო. ამასთან, სკვერებში ტრენაჟორები, ატრაქციონები, სკამები და სანაგვე ურნები განთავსდა. ასევე, დაირგო მცენარეები.

პროექტები მუნიციპალური ბიუჯეტიდან 220 332 ლარით დაფინანსდა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებე, სკვერებისა და მოსასვენებელი ადგილების მოწყობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელდება.