ქალაქ გურჯაანში, წერეთლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

674

ქალაქ გურჯაანში, წერეთლის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველო”, საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოებს ასრულებს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 88 690 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება.