გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხანძრით დაზარალებულ ყველა ოჯახს დაეხმარა. 2019 წელს დახმარების თხოვნით მერიას სამმა ოჯახმა მიმართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
"5 400 ლარით დავეხმარეთ 3 ოჯახს. შარტავას ქუჩაზე მომხდარი ხანძრისას ორი სახლის ნაწილი დაიწვა. ერთს გამოვუყავით 2 400 ლარი, ხოლო მეორეს - 2 700 ლარი. ასევე დავეხმარეთ ხიდისთავში მცხოვრებ ოჯახს, რომელსაც 300 ლარი ჩავურიცხეთ ზიანის ასანაზღაურებლად", - განაცხადა გორის მერიის...
წინა სტატია
"ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიასა და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს ზუგდიდში ოფიციალურად მიმდინარე კვირაში წარადგენენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
პროფესიით ეკონომისტი გიორგი შენგელია წლების მანძილზე საბანკო სისტემაში მუშაობდა. იყო თიბისი ბანკის ზუგდიდის სერვისცენტრის მენეჯერი. 2018 წლის 7 ნოემბრიდან კი ზუგდიდის ვიცემერის თანამდებობას იკავებს.
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი კი 2016 წლის არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. პირველ ტურში ვერც...
ბორჯომის სოფლებში მიუხედავად იმისა, რომ წყლის, გზისა და სარწყავი არხების პრობლემებია, მოსახლეობის ნაწილმა დასასვენებელი ადგილების მოწყობა ამჯობინა. ამიტომ ზანავში, კორტანეთში, ვარდგინეთში, ბეშეთში, ჭობისხევში, დაბასა და მზეთამზეში სკვერები მოეწყობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
https://www.youtube.com/watch?v=TSZfE9ZPy4A
ზუგდიდში ბერიას ქუჩაზე N2 საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდიანრეობს. ბაღში 5 ჯგუფი იფუნქციონირებს და 125 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი დაიხარჯება, შენობა კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება.
ამასთან, საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
"ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის...
მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საწყისი ბიუჯეტი 25 ათასი ევროა.
"ერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს გრანტის სახით, 10 მილიონ ევროს გადმოსცემს. პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში 32 დევნილი ოჯახისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, სოფლის ტიპის...
ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა.
როგორც ახმეტის მერიაში აცხადებენ, ჯგუფების შექმნის მთავრი მიზანი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის განხორციელებისას ახალგაზრდების აზრის მაქსიმალური გათვალისწინებაა. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდულ ჯგუფს ექნება მაკოორდინირებელი როლი ადმინისტრაციულ ერთეულებში გამოვლენილი პრობლემური საკითხების და ახალგაზრდული ინიციატივების თავმოყრის კუთხით.
"თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფების წევრებმა თავისი შემადგენლობიდან აირჩიეს ჯგუფის ლიდერი, რომელიც გაერთიანდება მუნიციპალურ...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორი ორგანიზაცია - ა(ა)იპ "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ შუადმგომლობით, ყაზბეგის მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ამერიკულმა ორგანიზაცია "Children around The World-მა", დაბა სტეფანწმინდის საბავშვო ბაგა-ბაღს საჩუქრად ახალი ატრაქციონი გადასცა.
როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული ატრაქციონი ამერიკულმა ორგანიზაციამ გასულ წელს გარდაცვლილი სმიტების ოჯახის ხსოვნის საპატივცემულოდ ყაზბეგის და მარნეულის მუნიციპალიტეტების ორ ბაღს უსაჩუქრა. ასევე, მსგავსი აქცია მომავალში თიანეთისა და...
"ერგნეთი-ქართლი" ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციით, ადგილობრივების ინიციატვით დაფუძნდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი სამხარაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ერგნეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი შეიმუშავა. მისი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშიორებით დონორ ორგანიზაციებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ვინ რა წვლილს შეიტანს ამ პროექტის განხორციელებაში, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
"პროექტი განვითარების რეჟიმშია, კონსულტაციები გვაქვს ევროკავშირთან, გამოგვიყვეს ამ საკითხზე სპეციალური ატაშე და...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია 5 ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსს აცხადებს.
როგორც მერიაში განმარტავენ, ვაკანტურია შემდეგი თანამდებობები: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში (დახურული კონკურსი);
ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი (ღია კონკურსი);
ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ქალაქ წნორის ადმინისტრაციულ ერთეულში (ღია კონკურსი);
ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა...
თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ "300 არაგველში“ შექმნილ შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მეტროს ვაგონები მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, მერია ახალი ვაგონების დამატებას გეგმავს.
"ვაგონები დაძველებულია. შემთხვევითი არ არის ის, რომ დაწყებული გვაქვს რეაბილიტაცია. გასულ წელს ძველები ახალი ვაგონებით ჩანაცვლდა. წელსაც, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი. ვაპირებთ ახალი ვაგონების შემოყვანას, რეაბილიტაციას. ეს პროცესი გაგრძელდება. გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკთან ვმუშაობთ და მთლიანად განახლდება ვენტილაციის სისტემა....
წინა სტატია
რუსთავის მერიაში რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონკურსის პირობების შემუშავების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონკურსის პირობების, განაცხადის ფორმებისა და შეფასების მეთოდების შემუშავების შესახებ, ასევე საკონკურსო კრიტერიუმების განსაზღვრაზე იმსჯელეს.
შეხვედრას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს დეპუტატები, თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო...
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩაპაევისა და ჩეხოვის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ბეტონის ბორდიურები და ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 167 775 ლარს შეადგენს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები ორ თვეში დასრულდება.
"ჩეხოვისა და ჩაპაევის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. გზის საფარი წლების განმავლობაში დაზიანებული და ამორტიზებული იყო, რის...
რუსთავში ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ე.წ. "ჩიკაგოს” სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც მერიაში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში ამფითეატრი, დაწნეხილი ფილებით მოპირკეთებული ბილიკები, სარწყავი სისტემა, მინისპორტული მოედანი და საბავშვო კუთხე მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება გარეგანათება, დეკორატიული ურნები და სკამები.
სამუშაოების ღირებულება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "არბა’’ აწარმოებს, 973 564 ლარს შეადგენს. სკვერის კეთილმოწყობა ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
"ფალიაშვილის ქუჩის...
საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს.
ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა რომ, EBRD მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ინვესტიციებისა და ფინანსური დახმარებების მოცულობის ზრდას გეგმავს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს....
სტატიის გაგრძელება
პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს.
"დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე, დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც, ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ...
ქუთაისის მერიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ახლადგახსნილი სკეიტპარკის მოედნის დაზიანებული შემოღობვის აღდგენისთვის ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისათვის მერია 13 957 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ელექტრონული ტენდერის პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაზიანებული შემოღობვის მოხსნა და ახალი ღობის გაკეთება ევალება. წინადადებების მიღება 12 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დამთავრდება.
შეგახსენებთ, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტპარკი გასული წელს გაიხსნა და სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 197 000 ლარით დაფინანსდა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































