რუსთავის მერიაში თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის საკითხებზე იმსჯელეს

1341

წინა სტატია

რუსთავის მერიაში რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონკურსის პირობების შემუშავების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონკურსის პირობების, განაცხადის ფორმებისა და შეფასების მეთოდების შემუშავების შესახებ, ასევე საკონკურსო კრიტერიუმების განსაზღვრაზე იმსჯელეს.

შეხვედრას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს დეპუტატები, თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე ისაკაძე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი მიხეილ შიობრიშვილი და კომპანია „სისტრას” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომპანია “სისტრა” დედაქალაქის მთავრობის დაკვეთით აწარმოებს კვლევას თბილისის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებისთვის.