გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ხანძრით დაზარალებულ ყველა ოჯახს დაეხმარა. 2019 წელს დახმარების თხოვნით მერიას სამმა ოჯახმა მიმართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“5 400 ლარით დავეხმარეთ 3 ოჯახს. შარტავას ქუჩაზე მომხდარი ხანძრისას ორი სახლის ნაწილი დაიწვა. ერთს გამოვუყავით 2 400 ლარი, ხოლო მეორეს – 2 700 ლარი. ასევე დავეხმარეთ ხიდისთავში მცხოვრებ ოჯახს, რომელსაც 300 ლარი ჩავურიცხეთ ზიანის ასანაზღაურებლად”, – განაცხადა გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა დავით ჩიხრაძემ.
სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, გორის მერიას ხანძრით დაზარალებულ ოჯახების დახმარებისთვის წლის განმავლობაში 30 000 ლარი აქვს გამოყოფილი.