ქუთაისის მერიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ახლადგახსნილი სკეიტპარკის მოედნის დაზიანებული შემოღობვის აღდგენისთვის ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისათვის მერია 13 957 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ელექტრონული ტენდერის პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაზიანებული შემოღობვის მოხსნა და ახალი ღობის გაკეთება ევალება. წინადადებების მიღება 12 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დამთავრდება.
შეგახსენებთ, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტპარკი გასული წელს გაიხსნა და სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 197 000 ლარით დაფინანსდა.