სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია 5 ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსს აცხადებს.
როგორც მერიაში განმარტავენ, ვაკანტურია შემდეგი თანამდებობები: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში (დახურული კონკურსი);
ეკონომიკის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი (ღია კონკურსი);
ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ქალაქ წნორის ადმინისტრაციულ ერთეულში (ღია კონკურსი);
ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი სოფელ საქობოს ადმინისტრაციულ ერთეულში (ღია კონკურსი);
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის საკითხებში (ღია კონკურსი);
კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე შეეძლებათ.