“ერგნეთი-ქართლი” ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციით, ადგილობრივების ინიციატვით დაფუძნდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი სამხარაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ერგნეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი შეიმუშავა. მისი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშიორებით დონორ ორგანიზაციებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ვინ რა წვლილს შეიტანს ამ პროექტის განხორციელებაში, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
“პროექტი განვითარების რეჟიმშია, კონსულტაციები გვაქვს ევროკავშირთან, გამოგვიყვეს ამ საკითხზე სპეციალური ატაშე და ვფიქრობთ, ცოტახანში პრეზენტაცია მოვაწყოთ და ყველა კითხვას ვუპასუხოთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივებთან ერთად სხვა ცნობილი პირებთან თანამშრომლობის შედეგად დავაფუძნეთ ორგანიზაცია, რომელიც ერგნეთში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. ერგნეთის სპორტკომპლექსთან ერთად, ვმუშაობთ ადგილობრივების საჭიროებებზე, ვფიქრობთ, ეს ორგანიზაცია საინტერესო პროექტებს შესთავაზებს მოსახლეობას და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში ბევრ საინტერესო და სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ”, – აღნიშნა გიორგი სამხარაძემ.