2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 55 პროექტი განხორცილედება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში თათბირი გამართა. როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტების უმეტესობა, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დაფინანსდება გარეგანათების , შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას მოიცავს. მათივე ცნობით, პროექტების განხორციელებისთვის 748 000 ლარი დაიხარჯება. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=996078313914929&id=330714730451294&__xts__=68.ARCo5oILnh_GxLwibR0x5zSTvQy56OZeixS26Wu_nLRs4tZyG3CDEE_dD_AEyzCPJFGxNV0NA9bJyyX76Rj_6ZOsd1Ac_0pt6y5jRTF-jdCaa0P-_BGjGBggSPJjEuOj5-pR6r3uHBR7RNqimIKm4zzNBUDuEo9lZrYzrEqL6NDFHFzjHp6Lo-5_vkt87-Ltpw7HVlKKxV1l3biO-RxRfCP8-HKtM8EBZ-4LiPIbNvtMq6u1ulK0Lrm0iYWv1A9tTNFlY1AFfAetFsEaYOXb8B72at22Duq0Ol7wfA3xBdOvMEjzMTgl6stKNNO3KXkh6AUOwxdsaCU0KUa2Dl4GuLZHzLAx7kiWk88tV0afxaJwInVpHYAC1tMHtENG7wMQ4Kyx97ML83kRr-GNRQv4ggU0eK2Noi8PqP78stYVh0LFIeM4frFwcpw0jvGOIJiBkgwed6GcpSsN87_Uxw&__tn__=-R
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადენ, 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის საპროექტო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=996722337183860&id=330714730451294&__xts__=68.ARCWbIkQa60SnyniWDNovenu6XYAo8Dv2SQr1SPN_x39qsaCZ4IQysYP7rdE1H98AQHbrgG-GanhM9A_WUlGfrtMhobndTJ7CyRHtRJ0l7iC3_fAX9CFRlrd232zGpDzRJU-0yF-MaTKanpDa6Ybh4ehaPOq8jWFQ62i_vkV_dWgsPAUjagOTP9Xcp6JvVU14HqlRfxBL7uHkn6ldGWhgXviZ3z8BYynD5XOAdONEvkL6UZnxaNd3RA4Hc_NMAii4316ZJ6DgRPGvjltHxCFtVLYuXH0KAwraKC-xhmyKu7veHOlAuat-hSGHOEWKpnmHb0ZIbbQAUv836L_20CWn-470uiZhbZM04MOnUcizIzpsxY1NUvmrDAfF9E3-G8NRgrU0iMvoLC94XWyLwvXroF4SRAIkmXUiLTNxW0tGvSa-cLU6z07-QYdb1SBhSZN0tXSLS7Hjzg64SNA-A&__tn__=-R
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის მუნიციპალიტეტები სკოლის მოსწავლეებისთვის  ერთობლივ წამახალისებელ ფოტოკონკურსს - "აღმოაჩინე გურია" აცხადებენ. კონკურსის მიზანია გურიის ტურისტული ადგილების, ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია. კონკურსი 8 აპრილს დაიწყება და 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. "კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა გადაიღოთ შესაბამისი თემატიკის ფოტო, გამოქავეყნოთ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, გაავრცელოთ და დააგროვოთ რაც შეიძლება მეტი მოწონება. აუცილებელია, ატვირთული ფოტო იყოს საჯარო და იდენტიფიცირებისთვის გამოიყენოთ...
სტატიის გაგრძელება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის, მისი მიმდებარე ქუჩებისა და ბულვარზე გასასვლელების მოწყობისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 627 316 ლარია. "პროექტი ბულვარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ე.თაყაიშვილის ქუჩისა და ასევე, ბულვარის პარალელური ქუჩის სამშენებლო სამუშაოებს მოიცავს....
ხარაგაულის მერია  ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ისაუბრეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი "მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ (M4EG) კლუბში ოფიციალურად გაწევრიანდა. ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძე, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებს კლუბის გეგმებისა და ინიციატივების შესახებ ესაუბრა და თითოეულ მათგანს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაში თანაბარი...
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მიერ ინიცირებულ პროექტებს დააფინანსებს. კონკურსის პირველ ეტაპზე ახალგაზრდულმა გუნდებმა მერიაში 9 პროექტი წარმოადგინეს. კონკურსის მეორე ეტაპზე კი მერიის სპეციალური კომისია 3 გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს და 1 000 ლარით დააფინანსებს. "ამ პროექტის მიზანია ახალგაზრდების თანამონაწილეობის გაზრდა თვითმართველობის პროცესებში, მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა და ახალგაზრდების მეტი ჩართულობა ადგილობრივი პროექტების განხორციელებასა თუ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მოსწავლეთა საკრებულოსთან“, -...
11 აპრილს 18:00 საათზე თბილისში სასტუმრო "საქართველოში“  ბაღდათის მუნიციპალიტეტის საოჯახო მარნებში დამზადებული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება: ბაია აბულაძის მიერ დამზადებული ცოლიკოური; მამუკა ჩხეიძის ოცხანური საფერე; გაიოზ სოფრომაძის ჩხავერი;ზურაბ ღვალაძის ციცქა-ცოლიკოური; მირიან იოსებაშვილის კუნძა; ლაშა ჩიქვინიძის ძელშავი; გია ლომიძის ოჯალეში; ირაკლი ღვალაძის ციცქა; სევერიან ღამბაშიძის ალადასტური; ტარიელ მიქაბერიძის ლიქიორი, პორტვეინი, ჭაჭის არაყი; "წარდგენის დროს ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, შესაძლებელი იქნება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 25 საოჯახო...
ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბის) რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების მუნიციპალური ბიუჯეტიდან 820 418 ლარით ფინანსდება და ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. როგორც ხაშურის მერიაში აცხადებენ, პროექტი დარბაზის სრულ რეაბილიტაციას, ახალი სცენის, სკამების, განათებისა და გახმოვანების სისტემების მოწყობას და ინტერიერის მთლიანად შეცვლას ითვალისწინებს. "მოგეხსენებათ, აღნიშნული შენობა წლების განმავლობაში არ გარემონტებულა. ჩვენმა გუნდმა კულტურის სახლის გარემონტება და განახლება მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რათა მუნიციპალიტეტში კულტურული...
ხაშურში კოსტავას ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც ხაშურის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოებისთვის 61 683 ლარი დაიხარჯება და სამუშაოები აპრილის ბოლოსთვის დასრულდება. მათივე ცნობით, პროექტი მთლიანად მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ასევე, კორპუსების ფასადებს ტაბიძის ქუჩაზეც აწესრიგებენ. "ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის იერსახის მოწესრიგებას, გარდა აღნიშნული კორპუსებისა, ხორციელდება ტაბიძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. კორპუსი დიდი ხნის აშენებულია და სავალალოდ...
2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში 97 პროექტი განხორცილედება. გარეგანათების, მოსაცდელების, სტადიონების, სკვერების, მზის ბატარიების,  სანიაღვრეებისა და სარწყავი არხების მოწყობა, შიდა გზების შეკეთება, საფეხმავლო და სამანქანო ხიდების აღდგენა, სასმელი წყლის რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა,  საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობა და საბავშვო ატრაქციონების შეძენა, - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებისთვისაც ქარელში 940 000 ლარი დაიხარჯება. როგორც მუნიციპალიტეტის...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას ტყუილ დაპირებებსა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ინტერორესნიუსი ავრცელებს. მოსახლეობის თქმით, "ქართული ოცნება“ მათ საარჩევნოდ გზის და წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდა, თუმცა მათ უბანში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა და სამუშაოები არ განხორციელებულა. "საარჩევნოდ მოვიდნენ და დაგვპირდნენ, რომ გზას გაგვიკეთებდნენ, ასევე მოაგვარებდნენ წყლის პრობლემას. დასრულდა არჩევნები, მაგრამ მას შემდეგ არავინ მოსულა. ინფრასტრუქტურა მთლიანად...
წინა სტატია ამხანაგობა "აქოლისმა“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებით პირველი ეტაპის სამუშაოები წარუდგინა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც ამხანაგობა "აქოლისში“ აცხადებენ, მომსახურების I ეტაპი მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შედგენისთვის, წინასაპროექტო კვლევასა და სტრატეგიული განვითარების ხედვის (კონცეფციის) შემუშავებას, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემუშავებისთვის საკანონმდებლო ბაზის კვლევას ითვალისწინებდა. მათივე ინფორმაციით, შინაარსობრივად, I ეტაპზე ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა: ფიზიკური გარემოს კვლევას, რომელიც, თავის...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურიდან გამოცემა "ინტერპრესნიუსის" მიერ გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, მთაწმინდის, დიდუბის, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში 1 126 ავარიული კორპუსია აღრიცხული. ავარიული კორპუსების რაოდენობის შესახებ თბილისის მერიაში სრულყოფილ სტატისტიკას არ ფლობენ. რაც შეეხება არსებულ მონაცემებს, როგორც უწყებაში განმარტავენ, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში დაცული მასალების მიხედვით, მთაწმინდის რაიონში 467 ავარიული კორპუსია აღრიცხული, აქედან 9 მწვავედ ავარიულია, ხოლო 16 კორპუსის მდგრადობის შეფასება "ფორსმაჟორია“,...
წინა სტატია დაბა აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა აშენდება. პროექტი, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს, ასევე, აბასთუმნისა და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს და პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 11 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 18 457 855 ლარია. "ამ დროისთვის, აბასთუმანში არსებული კანალიზაციის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება პარლამენტის მერვე მოწვევის ყოფილი დეპუტატი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ომარ ნიშნიანიძე, გემს აშენებს. გემი, რომელსაც "არგო" ერქმევა, ხისგან გაკეთდება და 20 ადამიანზე იქნება გათვლილი. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ყოფილი დეპუტატი გემის მდინარე რიონში გაშვებას აპირებს. ნიშნიანიძე ამბობს, რომ "არგო"  მდგრადი და უსაფრთხო იქნება.  თუმცა, მდინარე რიონში, მცირეწყლიანიობის გამო, რეგულარული რეისების შესრულება ვერ მოხერხდება. უკვე მზადაა გემის მაკეტიც. სამუშაოებისთვის...
სტატიის გაგრძელება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი და მერვე მოწვევის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე, მდინარე რიონზე სწრაფმავალი ხომალდებით რეგულარული რეისების დანიშვნის იდეით გამოდის. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. პროფესორი ამბობს, რომ მცირე ზომის ხომალდები ფოთიდან ვანამდე რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ხომალდები ისტორიულ გემს "არგოს" უნდა ჰგავდეს. "არსებობს იდეა, რომლის ერთ-ერთი ავტორი მეც ვარ, რომ გაკეთდეს რეგულარული მარშრუტი, ჭყვიშამდე, ვანამდე, "არგოს" სტილის პატარა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ